მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია: „კოკა-კოლამ“ და „მაკდონალდსმა“ 2023 წელს ბიუჯეტში ₾121 მლნ შეიტანეს

ბიზნესმენი

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ინფორმაციით, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და „მაკდონალდს საქართველო“ 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში, გადასახადების სახით, დაახლოებით, 121 მილიონი ლარი შეიტანეს.

ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„2023 წლის შედეგები ჯერ სრულად არ დაგვიჯამებია, მაგრამ ვფიქრობ, ბიუჯეტში „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ საგადასახადო შენატანი, დაახლოებით, 88.5 მლნ ლარი იქნება, ხოლო „მაკდონალდს საქართველოსი“ - ₾32,5 მილიონი“, - თქვა თემურ ჭყონიამ.

რაც შეეხება საინვესტიციო გეგმებს, როგორც ბიზნესმენი ამბობს, წლის პირველ ნახევარში თბილისშია, გოთუას ქუჩაზე „მაკდონალდს საქართველოს“ ახალი რესტორანი გაიხსნება.

„თბილისის მერი კახა კალაძე პერსონალურად ძალიან გვეხმარება; ბიუროკრატიულ პროცედურებს უფრო სწრაფად გავდივართ“, - აღნიშნა მან.

თემურ ჭყონიას თქმითვე, შესაძლოა, „მაკდონალდს საქართველოს“ რესტორანი კახეთშიც გაიხსნას. „თელავში რესტორნის გახსნაზე ძალიან ბევრს ვფიქრობთ“, - თქვა მან.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ ქილის „კოკა-კოლის“ წარმოების ზრდისთვის საწარმოო ხაზის შეცვლას გეგმავს. „საათში 52 000 ქილა უნდა ჩამოვასხათ“, - თქვა ბიზნესმენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები