მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თემურ ჭყონია: კვირიკაშვილის მოსვლით ქვეყანაში სითბო დამყარდა

5965f0128e88b
BM.GE
12.07.17 13:45
4258
„კვირიკაშვილის მოსვლით ქვეყანაში სითბო დამყარდა, არეულობა ქვევით წამოვიდა და მართვის თემა კალსიკური გახდა“, - განაცხადა გადაცემაში საქმიანი დილა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ. ჭყონია მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დადებითად აფასებს. თემურ ჭყონიამ „საქმიან დილასთან“ საუბრისას თბილისის მერად კახა კალაძის კანდიდატურაც შეაფასა:

„კახა კალაძე ძალიან გაიზარდა როგორც მინისტრი. ენერგეტიკის გაზრდა მარტივად არ ხდება. კახა კალაძე 12 წლიდან არის განვითარების კატასტროფულ რეჟიმში. მას ცხოვრების ის სტილი აქვს გავლილი, რომელიც ბევრს არ აქვს: ესაა დისციპლინა, ის ისეთ სისტემაშია გაზრდილი, არ შეიძლება არ იყოს დისციპლინირებული.

თბილისის მერად გვჭირდება არა პოლიტიკური, ანგაჟირებული ადამიანი, არამედ ადამიანი ვისაც ნანახი აქვს ევროპის გამოცდილება, თანამედროვე ცხვორება, ვინც ქალაქს დაგვის, გარეცხავს და ჩააცმევს.

მაღიზიანებს, რომ პარლამენტში ჰყავთ დაცვა, ამხელა ბიჭები დადიან დაცვებით. რათ უნდა პარლამენტში პოლიტიკოსს დაცვა? მე რატო არ მყავს დაცვა?„, - ამბობს ჭყონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები