"ეს პროგრამა არის გენიალური, უბრალოდ, ვერ განავითარეს", - ასე აფასებს ბიზნესმენი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამას "ცხოვრება გრძელდება", რომელიც პენსიონერების დასაქმებას და ბიზნესის ამ მიმართულებით წახალისებას გულისხმობს. თემურ ჭყონია ამბობს, რომ "კოკა-კოლაში" ბევრი პენსიონერი მუშაობს, თუმცა, კიდევ არის შესაძლებელი სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების მრჩევლის ან კონსულტანტის პოზიციაზე დასაქმება. ბიზნესმენი მზადაა, ამისთვის 200-300-ლარიანი ხელფასი გადაიხადოს.
"რამდენი პენსიონერი არსებობს, რომლის გამოყენებაც შეიძლება. სულიერებისთვისაც, მათ შორის. მინისტრეი ვთქვათ. როგორი საინტერესოა, რომ ყოფილი მინისტრი იყოს ჩემი მრჩეველი, რომელიც 2 საათით მოდის ჩემთან. ან მაგარი ინჟინერი იყოს მრჩეველი დამწყებ ინჟინერთან. ეს პროგრამა კვირიკაშვილმა რომ დაიწყო, არის გენიალური, უბრალოდ ვერ განავითარეს.
აქ საუბარი არ არის სიმდიდრეზე და ადამიანის დაკმაყოფილებაზე საუბარია, ადამიანის მორალურ დაკმაყოფილებაზე, ასე გავიგე მე ეს“,- აცხადებს ჭყონია.

























