მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თემურ ჭყონია: პირველ რიგში, ქვეყანაა დასასუფთავებელი

5d1a1ff754d14
თელარა გელანტია
01.07.19 21:00
3732
„პირველ რიგში, ქვეყანაა დასასუფთავებელი“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ bm.ge-ისთან საქართველოში ტურიზმის პოტენციალზე საუბრისას განაცხადა.

„ევროპაში ასფალტი შავი ფერისაა, ჩვენთან კი - ნაცრისფერია მტვრისგან; მე ხშირად დავდივარ ქობულეთში და ტრასაზე რომ მიდიხარ, ძროხები წვანან ქუჩაში. ამასწინათ დავინახე, ძროხები ბორდიურზე იყვნენ ასულები, ისინი ცხოვრობენ ქუჩაში. მრავლდებიან ხალხის თვალწინ, გაზეთს ჭამენ, იქ ცხოვრობენ და ა.შ.“, - აღნიშნა მან.

ამასთან, ბიზნესმენის შეფასებით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან დარგად თავისით ჩამოყალიბდა.

„უფრო სწორედ, კი არ ჩამოყალიბდა, თავისით მოხდა.. რაღაცნაირად მოხდა ის, რომ საქართველო გახდა ტურისტებისთვის მიმზიდველი; გარკვეული პერიოდი ძალიან ბევრი უცხოელი ჩამოდიოდა სხვადასხვა ქვეყნიდან, ახლაც ჩამოდიან - უფრო პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, რაც ცუდი არაა, მაგრამ არ უნდა გადავერთოთ იმათ სტილზე, მაინც კომუნისტური მენტალიტეტის ხალხი ჩამოვა და არ მინდა, რომ გაკომუნისტდეს და „გაწითლდეს“ საქართველო, ამიტომ ჩვენი იდენტობა უნდა გავაძლიეროთ. უნდა ვიყოთ უფრო კულტურული ამაყები და არა - კულტურული უზრდელები“, - განაცხადა ჭყონიამ და დასძინა, რომ საქართველოს როგორც ტურისტულ ქვეყანას, უფრო მეტი სახელი აქვს და მოთხოვნაა მასზე, ვიდრე თქვად ქვეყანაა მზად.

თემურ ჭყონია ტურიზმზე საუბრისას აღმოსავლეთი-დასავლეთის მაგისტრალების გასწვრივ და ზოგადად, ქვეყანაში არსებულ დანგრეულ შენობა-ნაგებობესაც შეეხო.

„ტრასაზე რომ მიდიხარ, გხვდება კომუნისტების დროს აშენებული შენობები, გაუყიდავი, ფანჯრებ-ჩალეწილი... დაანგრიონ, გაასუფთავონ. არანაირი ინვესტიცია - გასუფთავება უნდა, მაგარი გარეცხვა რა“, - განაცხადა ჭყონიამ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები