მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ გოჩიტაშვილი: "გარდაბანი 3-ის" ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უკვე დასრულებულია

5e1f0bf2a5218
თათია ჩაფიჩაძე
16.01.20 10:15
2131
„გარდაბანი თბოსადგური 3-ის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უკვე დასრულებულია და მისი ექსპლოატაციაში შესვლა 2022 წლის დასაწყისისთვის იგეგმება.

საქართველოს ნავთობისა და გაზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თემურ გოჩიტაშვილის ინფორმაციით, თბოსადგურის სიმძლავრე ტურბინის მოდერნიზაციის ხარჯზე გაიზრდება და ის 272 მეგავატს მიაღწევს.

„გარდაბანი 2-ის მსგავსი პროექტის გაკეთება აუცილებელია, შესაძლებელია და უნდა აშენდეს. ჩვენი პოლიტიკის და გრძელვადიანი სტარტეგიის ქვაკუთხედი არის და უნდა დარჩეს ჩვენი ჰიდროენერგეტიკის განვითარება, მაგრამ ტაქტიკური ნაბიჯები უნდა გადავგადეთ იმის მიხედვით, მიმდინარე ეტაპზე რა სიტაუცია გაქვს.
საკუთარი ძალებით უკვე დავამთავრეთ გარდაბანი 3-ის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ეს იყო მთავრობის დავალებით და მას გავუშვებთ არა უგვიანეს 2022 წლისა, უფრო ალბათ 2021 წლის ნოემბრიდან. ყოველ შემთხვევაში, 2022 წელს უნდა გვქონდეს 272 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგური. მწარმოებელმა მოახდინა ტურბინის მოდერნიზაცია და 230-ის ნაცვლად ის უკვე შეძლებს 272 მეგავატის გამომუშავებას;
როცა გარდაბანი 3-ის კვლევას ვაკეთებდით, გამოჩნდა რომ კიდევ გვჭირდება მეოთხეც იმისათვის, რომ კრიტიკულად დამოუკიდებელი გავხდეთ გარემოებებისგან და იმპორტისაგან. ეს არ არის ტაქტიკური და 5-წლიანი საქმე. ჩვენ თუ ჰიდროენერგეტიკას ვავითარებთ, მზის და ქარის ენერგეტიკას, ის აუცილებლად მოითხოვს დარეზერვებას. შეიძლება მან არ იმუშაოს და იყოს გაჩერებული, თუ უქარო წელიწადია მზად უნდა მქონდეს. ასეთია მსოფლიო პრაქტიკა”, - განაცხადა გოჩიტაშვილმა.

ცნობისთვის: 2020 წლის აპრილში სახელმწიფოს კუთვნილი ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო - ნავთობისა და გაზის კორპორაცია (GOGC) 300 მილიონი ევროს ოდენობის ვალის აღებას გეგმავს. ამ თანხის მოზიდვას კომპანია საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე ობლიგაციების გამოშვებით გეგმავს.

კორპორაციის ინფორმაციით, ახალი სესხის აღების მიზანს, არსებული - $250 მილიონიანი ობლიგაციის სრული გამოსყიდვა წარმოადგენს.

BMG-ის კითხვაზე - თუ რატომ გეგმავს კომპანია იმაზე დიდი მოცულობის ვალის აღებას, ვდრე მას ამჟამად აქვს, კორპორაციაში პასუხობენ, რომ ახალი ვალის მიზანს არსებული ვალის გამოსყიდვასთან ერთად, ახალი - გარდაბანი 3-ის თბოსადგურის მშენებლობისთვის ფინანსების მოზიდვა წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები