თემურ მაისურაძე ფიქრობს, რომ პროექტს "აწარმოე საქართველოში" მიზნობრიობა აკლია. იგი ამბობს, რომ პროექტი დადებითია, მაგრამ მასში მონაწილეობა იმ სუბიექტებს შეუძლიათ, რომლებსაც ბიზნესი ისედაც გამართული აქვთ.
"ეს პროექტი დადებითია, მაგრამ მასში მხოლოდ ის სუბიექტები მონაწილეობენ, რომლებსაც თავიანთი ბიზნესი ისედაც გამართული აქვთ. ჩვენი ამოცანა კი უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი კონკურენცია შევქმნათ. რაც შეიძლება მეტი ახალი მწარმოებელი იყოს. აქედან გამომდინარე, ცოტა მიმართულება, სტრატეგია და შესაძლებლობები ისეთ მიმართულებებზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომელიც ნამდვილად კონკურენტუნარიანი პროდუქტია", - განაცხადა თემურ მაისურაძემ "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას.