განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე ქვეყნიდან გააძევეს. შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ეს „კანონის სრული დაცვით" მოხდა.
თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი), „ბათუმელი მედროშის“ სახელით ცნობილი მუჰაჯირების შთამომავალი და პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე, რომელიც ათ წელზე მეტია საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად იბრძვის, ქვეყნიდან თურქეთში გააძევეს.
ინფორმაცია თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ მისმა მეუღლემ, ნინო კაკულიამ გაავრცელა. „ვერაგულად ღამე გაიყვანეს... ვერ დავემშვიდობე“, — დაწერა მან სოციალურ ქსელში.
bm.ge შსს-ს დაუკავშირდა და მასალა, ინფორმაციის მიღების შემთხვევაში განახლდება.
ინფორმაციისათვის, თემურ ქათამაძე 2025 წლის იანვარში ბათუმში საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას გამოძიება საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებოდა.



























