მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ უგულავამ "რადიოქალაქში" 23 მლნ გადაიხადა

5d78b94ba4121
თელარა გელანტია
11.09.19 12:58
25874
„რადიოქალაქის“ პროექტის განხორციელების მიზნით, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში კომპანია “ინდუსტრიულმა ქალაქმა“ გაიმარჯვა.

ამის შესახებ თბილისის მერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

შპს “ინდუსტრიული ქალაქი” 2019 წლის 19 ივნისს არის რეგისტრირებული. კომპანიის 100%-იან წილს შპს “სითი ლოფტი” ფლობს, ხოლო მისი დირექტორი კი, ვალერი ჩეხერიაა.

თავად “სითი ლოფტის” დამფუძნებელსა და 100%-იანი წილის მფლობელს “აჭარა ჯგუფის” დამფუძნებელი, ბიზნესმენი თემურ უგულავა წარმოადგენს. “სითი ლოფტი” ამავდროულად ფლობს “აჭარა ჯგუფის” რამდენიმე მსხვილ აქტივს, მათ შორის სასტუმრო სტამბასა და სხვა ობიექტებს.

„ჩემს წინასაარჩევნო დაპირებაშიც იყო ეს კონკრეტული პროექტი. ჩვენ გვინდა, აქ განვავითაროთ პროექტი, რომელიც იქნება გლდანისთვის, მუხიანისთვის, თემქისთვის ერთგვარი ახალი მიზიდულობის ცენტრი. ყოფილი „რადიოქალაქის“ ტერიოტორია გამოტანილი გვქონდა აუქციონზე და გვყავს გამარჯვებული კომპანია „ინდუსტრიული ქალაქი“. ეს კონკრეტული ადგილი, რადიოქლააქის ტერიტორია 23 მლნ ლარად გაიყიდა. ჩვენ გვაქვს კონცეფცია შემუშავებული და ამის მიხედვით აქ უნდა მოეწყოს კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, ღამის კლუბი, მულტიფუნქციური სივრცეები, ფიტნეს სივრცე, საცურაო აუზი, კინოთეატრები, სარეკრეაციო სივრცე, გასართობი ცენტრები, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი, კულინარიის სივრცე და ა.შ. ძალიან საინტერესო პროექტია“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ „აუქციონში გამარჯვებული ჯგუფიც საკმაოდ საინტერესოა“.

„ესაა ჯგუფი, რომელიც დედაქალაქში ფლობს სხვადასხვა მნიშვნელოვან და საინტერესო ობიექტებს, როგორიცაა სასტუმრო „რუმსი“, სასტუმრო“ სტამბა“, „ფაბრიკა“ და ა.შ. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მაგარ პროექტს გავაკეთებთ“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის: „რადიოქალაქის“ საწყისი საპრივატიზებო საფასური 22 978 492 ლარი იყო. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე განახორციელოს პროექტი არსებული კონცეფციის შესაბამისად. კონცეფციაში ცვლილება დასაშვებია მხარეთა შეთანხმებით. დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა 8 მლნ დოლარის საინვესტიციო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის ვადაში უნდა შეასრულოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები