თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში დღეს შეფასებები გაკეთდა საფინანსო და საბანკო სექტორში დაკრედიტების ტემპზეც. როგორც ბაზრის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, მოსალოდნელია, რომ მომავალი წლიდან ბანკებისა და მიკრობანკების მომხმარებლების გარკვეული ნაწილი სალომბარდე ბაზარზე გადაინაცვლებს, რისი მიზეზიც მომავალი წლიდან ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე დაგეგმილი რეგულაციებია. აღსანიშნავია, რომ სექტემბერში საბანკო სექტორში დაკრედიტების დაჩქარდა და თითქმის 17% შეადგინა. რა ტენდენციებია საფინანსო სექტორში და როგორია მოლოდინები.






























