თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში შეფასებები გაკეთდა საფინანსო და საბანკო სექტორში დაკრედიტების ტემპზეც. როგორც ბაზრის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, მოსალოდნელია, რომ მომავალი წლიდან ბანკებისა და მიკრობანკების მომხმარებლების გარკვეული ნაწილი სალომბარდე ბაზარზე გადაინაცვლებს, რისი მიზეზიც მომავალი წლიდან ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე დაგეგმილი რეგულაციებია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სექტემბერში საბანკო სექტორში დაკრედიტების ტემპი დაჩქარდა და თითქმის 17% შეადგინა. რა ტენდენციებია საფინანსო სექტორში და როგორია მოლოდინები?






























