მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტენდენციები უძრავ ქონებაში - იკვეთება თუ არა ჭარბი მიწოდების რისკები?

უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები დასტაბილურდა, თუმცა გაზრდილი მიწოდება საყურადღებო რჩება - ასე აფასებენ ანალიტიკური ორგანიზაციები სექტორში დღეს არსებულ ვითარებას. თიბისი კაპიტალის თანახმად, წელს 10 თვეში თბილისში სულ 33,217 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 3%-იანი ზრდაა. მზარდია გაცემული სამშენებლო ნებართვებიც, რაც ანალიტიკური ორგანიზაციების შეფასებით, სამომავლოდ კვლავ ქმნის ჭარბი მიწოდების რისკებს. თავად უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლების ნაწილი კი ამბობს, რომ ბაზარზე ვითარება სტაბილურია, ნაწილის განცხადებით კი არასტაბილურ გარემოს გარკვეული ტიპის უძრავი ქონების რეალიზაციაზე გავლენა მაინც აქვს. რა ტენდენციებია უძრავი ქონების სექტორში და იქმნება თუ არა ბაზარზე ჭარბი მიწოდების რისკები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები