მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტენდერებში პრობლემები უნდა აღმოიფხვრას"

5afae5d8c87d8
ელენე გოგბერაშვილი
15.05.18 17:49
643

"უნდა შევიმუშაოთ ერთიანი მიდგომა, რომ ტენდერებში დაგვიანებები და ხარისხობრივი პრობლემები აღმოიფხვრას", - ამის შესახებ, გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე აცხადებს. სამინისტროს წარმომადგენლებმა ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხიანად შესრულებაზე საზედამხედველო კომპანიებთან შეხვედრაზე იმსჯელეს. როგორც ქარსელაძე აცხადებს, უნდა შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც პროექტების განხორციელების ვადების დარღვევასა და ხარისხობრივ პრობლემებს მოაგვარებს.

"უნდა შევიმუშაოთ ერთიანი მიდგომა, რომ დაგვიანებები და ხარისხობრივი პროელემები აღმოიფხვრას და ახალ პროექტებში იმათთავე იყოს გათვალისწინებული შესაბამისი ზომები. ისევე როგორც ყველა პროექტში, ხარვეზები ფიქსირდება. უფრო უკეთეს სურათს ვისურვებდით ამიტომ შეხვედრის ერთ-ერთი მიზანია, რომ ვიმსჯელოთ ამ პროექტებზე და დავგეგმოთ კონკრეტილი  სამოქმედო გეგმა, რომელიც მოგვცემს საშუალებას აღმოვფხვრათ ყველა ის დაგვიანება, რაც დღეს სახეზეა ან ხარისხობრივი პრობლემაა. უნდა ვიმსჯელოთ და შევიმუშაოთ გარკვეული მექანიზმები, რომლებიც აღნიშნული პრობლემებისგან თავის არიდების საშუალებას მოგვცემს სამომავლო პროექტებში’’-განმარტავს ირაკლი ქარსელაძე.

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები