მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტენე“ ადაპტერების, ყურსასმენების და მანქანის სატენების წარმოებას იწყებს

ტენე სანდრო ლილუაშვილი
BM. GE
01.08.23 21:00
77

კომპანია„ ტენე“ ადაპტერების, ყურსასმენების, მანქანის სატენების და power bank-ების წარმოებას აპირებს.

კომპანიის დამფუძნებელმა სანდრო ლილუაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რომ 1 წლიან პერიოდში ბაზარს ადაპტერებს, ხოლო 5 წლიან ვადაში მობილურთან დაკავშირებულ სხვა საჭირო მოწყობილობებს შესთავაზებენ.

„ადაპტერი ყველაზე ახლო პერიოდთან დაკავშირებული პროდუქტია, რომლის წარმოების დაწყებას ვგეგმავთ. პრინციპი აქაც იგივეა, მეორადი მასალისგან დავამზადებთ თვითონ კორპუსს, კომპონენტები თავისთავად გამოწერილი იქნება და აწყობილი საქართველოში.

ახლა გვიწევს ჩინეთში ჩასვლა და ტექნოლოგიებში კარგად გარკვევა, შემდეგ დანადგარების და მასალის შეძენა და ჩამოტანა. წინა პერიოდში ამ პროცესიდან 1 წელი დაგვჭირდა, რომ ქარხანა სრულად გაგვემართა და საუკეთესო ხარისხისთვის მიგვეღწია. ვფიქრობ, ახლაც ეს პერიოდი იქნება საჭირო.

რაც შეეხება ინვესტიციას, 100 ათასი დოლარის ფარგლებშია. მომდევნო 5 წლიან პერიოდში ვგეგმავთ ასევე მანქანის სატენების, ყურსასმენების, power bank-ის და იმ ეს პროდუქციის წარმოებას რაც დაკავშირებულია ტელეფონთან,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები