მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტენე“ პლასტმასის ჭიქების შესაგორვებელ აპარატს დაამზადებს

63f8cc4eddc64
თინათინ ნატმელაძე
24.02.23 18:42
1125
ეკომეგობრული USB სატენების მწარმოებელი კომპანია „ტენე“ გარემოს დაბინძურების შესამცირებლად კიდევ ერთ ახალ პროდუქტს, პლასტამსის ჭიქების შესაგროვებელ აპარატს სულ მალე გამოუშვებს, - ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელმა სანდრო ლილუაშვილმა განუცხადა.

მისივე ცნობით, ყველა იმ ობიექტში, სადაც წყლის დისპენსერი დგას, ამ აპარატის განთავსება შესაძლებელი იქნება.

„ახალ პროდუქტს ძალიან მალე გამოვუშვებთ, ამის მიზანი იმ ძალიან დიდი პრობლემის მოგვარებაა, რასაც წყლის დისპენსერის პლასტმასის ჭიქების გადაყრა ქმნის, დღის განმავლობაში მილიონობით ჭიქა ხვდება ნაგავსაყრელზე, ჩვენი ახალი პროდუქტი კი ამ პრობლემას ძალიან მარტივად მოაგვარებს.

აპარატში ძალიან კომპაქტურად მოთავსდება ჭიქები, მცირე ადგილს დაიკავებს, გვერდით ექნება ერთგვარი ბოთლიც, სადაც წყლის ჩასხმა იქნება შესაძლებელი და საბოლოო ჯამში, კომპანინა, რომელიც ამ აპარატს გამოიყენებს, მარტივად შეძლებს შეგროვებასაც და პლასტმასის რაოდენობის დათვლასაც.

ეს იქნება ერთგვარი თანამედროვე და მოსახერხებელი ნაგვის ურნა“, - განაცხადა სანდრო ლილუაშვილმა.

„ტენეს“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ჭიქების შესაკრებად საჭირო მილები ჩინეთიდან უკვე გამოწერილი აქვთ, თვითონ აპარატი კი 3D პრინტერზე იბეჭდება, თუმცა მომავალში, მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში, აპარატის სერიულ წარმოებაზე გადასვლასაც განიხილავენ.

კომპანიის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ ამ პროდუქტს გლობალური პოტენციალი აქვს, რადგან პლასტმასისი ჭიქების დიდი რაოდენობა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები