მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტენეს" კრიპტოვალუტის შექმნა გადაიდო - მიზეზები

სანდრო

"ტენეს" ქარხანა, რომელიც საყოფაცხოვრებო მყარ ნარჩენებს იბარებს, კრიპტოვალუტის შექმნას აპირებდა. იდეა ის იყო, რომ მოქალაქეები ბოთლის სანაცვლოდ "ტენეს" კრიპტოვალუტას მიიღებდნენ. "ტენეს" კრიპტოვალუტა, ანუ "პლასტმასის ქოინი", რომლის გადაცვლაც შემდეგ "იუ ეს ბი" სადენში შეეძლებოდათ, სამომავლოდ კი - ნაღდ ფულში.

“ტენეს” დამფუძნებელმა სანდრო ლილუაშვილმა Bm.ge-სთან განაცხადა, რომ ამ იდეის განხორციელების პროცესში ბევრი დაბრკოლება შეხვდათ, რის გამოც კრიპტოვალუტის შექმნა, იმ ვადით გადაიდო სანამ "ტენე" ძლიერი კომპანია არ გახდება.

"ვეძებდი როგორ დამეწერა ტოკენი. ბევრს ველაპარაკე ამის შესახებ და საბოლოოდ, კონფერენციაზე მივედი, სადაც ამ მიმართულებით ბევრი სპეციალისტი იყო და ყველას გავესაუბრე ვინც კრიპტოსამყაროში ერკვევა. ყველამ მირჩია,რომ ამაზე ხელის მოკიდება არ ღირს. ამას დაემატა ეროვნული ბანკის რეგულაცია, რომ თუ გინდა შენი კრიპტოვალუტა შექმნა, ეროვნული ბანკისგან თანხმობა უნდა მიიღო. ეს იგივე პროცედურაა როცა, სიტყვაზე, გინდა მიიღო აქციების გამოცემაზე ნებართვა და ამისთვის პირველ რიგში აუცილებელია კომპანია მომგებიანი იყოს, "ტენე" კი ჯერ-ჯერობით მომგებიანი არ არის.

ასევე, უნდა მიმართო TBC Capital-ს ან Galt & Taggart-ს, რომ შესაბამისი აუდიტი ჩაგიტაროს და სტანდარტებამდე მიგიყვანოს. საკმაოდ შრომატევადი და დიდი პროცესია, ამიტომ ეს ვერ გამოგვივიდა და ამის განვითარება იმ ვადით და იმ დრომდე გადაიდო სანამ "ტენე" მომგებიანი და ძლიერი კომპანია არ გახდება, რომელსაც შეეძლება ამაში თანხა გადაიხადოს“, - განაცხადა მან.

ტოკენი არის ვირტუალური, ციფრული პირობითი ერთეული, რომლის ღირებულებასაც მისი შემქმნელი ადგენს. მაგალითად, გამოვეცით რომელიმე ბრენდის პროდუქტის ტოკენი, რომელიც ადასტურებს თქვენს უფლებას მის ფლობაზე, შეიცავს დეტალურ ინფორმაციას მასზე − მისი შეძენის დროს, ადგილს, ნივთის ორიგინალურობას, წინა მფლობელთა ვინაობას და ა.შ. ამ ინფორმაციის გაყალბების ან შეცვლის შესაძლებლობა, პრაქტიკულად არავის აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები