მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტექდათვალიერება ორ წელიწადში ერთხელ – ვის ეხება და რა მოწმდება?

გრინვეი
21.09.26 18:09
131

ავტომობილის ტექდათვალიერების პერიოდულობა მისი გამოშვების წელზეა დამოკიდებული. მაგალითად, მსუბუქი ავტომობილები, რომელთა გამოშვებიდან 4 წელზე მეტი, მაგრამ 8 წელზე ნაკლებია გასული, ტექდათვალიერებას ორ წელიწადში ერთხელ გადიან.

ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, თუ რას აქცევენ ყურადღებას ტექდათვალიერების დროს და რა საბუთები დაგჭირდებათ პროცესისთვის.

რას აკვირდებიან ინსპექტორები ავტომობილის შემოწმების დროს?

ორ წელიწადში ერთხელ ჩასატარებელი ტექდათვალიერება ყოველწლიური შემოწმებისგან არ განსხვავდება. მას შემდეგ, რაც ტექინსპექტირება საქართველოში სავალდებულო გახდა, ყველა ავტომობილი ერთიანი მოთხოვნების მიხედვით მოწმდება.

ცენტრში მისვლისას ინსპექტორები, პირველ რიგში, ავტომობილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სისტემებს ამოწმებენ. ყურადღება ექცევა ორივე ღერძის სამუხრუჭე მექანიზმს, საჭის მართვის სისტემასა და დაკიდების ნაწილებს. შემდეგ მოწმდება ფარები და შუქსასიგნალო მოწყობილობები, ასევე საქარე და გვერდითა მინების მდგომარეობა. შემოწმების ერთ-ერთი ნაწილია საბურავების მდგომარეობის შეფასებაც. ინსპექტორები ზომავენ პროტექტორის სიღრმეს, ამოწმებენ საბურავების ზომასა და გამოშვების თარიღს. ამასთან, ერთ ღერძზე ერთნაირი საბურავები უნდა ეყენოს.

ვიზიტის დროს იზომება გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების დონეც, რათა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ის დასაშვებ ნორმებს. 2023 წლიდან ავტომობილის ხმაურის დონეც ფასდება და ის დადგენილ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს.

მთლიანი პროცესი დიდ დროს არ მოითხოვს. „გრინვეის“ ტექინსპექტირების ცენტრებში ავტომობილის შემოწმებას საშუალოდ 15 დან 20 წუთამდე სჭირდება.

რა საბუთები დაგჭირდებათ და როგორ უნდა გადაამოწმოთ ტექდათვალიერების თარიღი ონლაინ?

ტექდათვალიერების გასავლელად მხოლოდ ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა, იგივე ტექპასპორტი, ან მისი ასლი დაგჭირდებათ. თუ ავტომობილი ბუნებრივ გაზზე მუშაობს, დამატებით გაზის აპარატურის გამართულობის დამადასტურებელი საბუთიც უნდა წარადგინოთ.

ტექდათვალიერების თარიღის გადამოწმება ონლაინაც შეგიძლიათ. „გრინვეის“ ვებგვერდზე ამისთვის ავტომობილის სახელმწიფო ნომრის მითითებაა საჭირო, რის შემდეგაც ეკრანზე გამოჩნდება ტექდათვალიერების ზუსტი თარიღი. ამავე ვებგვერდიდან შეგიძლიათ ვიზიტიც წინასწარ დაჯავშნოთ და SMS შეხსენება ჩართოთ. შეტყობინებას ტელეფონზე წინასწარ მიიღებთ და მოახლოებული ვადა არ გამოგრჩებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები