შინაგან საქმეთა სამინისტრომ იანვარ-სექტემბერში, ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო, ჯამში 8 ათას 265 მოქალაქე დააჯარიმა.
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, გამოვლენილი სამართალდაღვევების რაოდენობა ბოლო სამი თვის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა. ივლისში შსს-მ 1650 პირი დააჯარიმა, აგვისტოში ეს რიცხვი 1771-მდე გაიზარდა, სექტემბერში კი დაჯარიმებულთა რაოდენობამ 1838 შეადგინა.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ძალაში შესვლის პირველივე თვეს - იანვარში 578 სამართალდარღვევა გამოვლინდა. თებერვალში ეს მაჩვენებელი 901-მდე გაიზარდა. მარტში დაჯარიმებულთა რაოდენობამ 506, აპრილში 363, მაისში 349, ივნისში 309, ივლისში 1650, აგვისტოში 1771, სექტემბერში კი 1838 შეადგინა.