მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტექდათვალიერებისთვის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე მთავრობა ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

58218084c9955
BM.GE
08.11.16 11:34
1332
საქართველოს მთავრობა ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების (ტექდათვალიერება) ამოქმედების მიზნით საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის თაობაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ექნება ევროკავშირის ქვეყნებში ტექდათვალიერების დანერგვის გამოცდილება.

ინტერესთა გამოხატვის წარდგენა მოხდება დალუქული კონვერტებით ეკონომიკის სამინისტროში 8 დეკემბრის ჩათვლით.

„შეფასების პროცესი წარიმართება შესაბამისი სამთავრობო კომისიის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს. საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა მიიღებს. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში გვქონდეს გამჭვირვალე და ხარისხზე ორიენტირებული თავისუფალი ბაზარი, ამიტომ მივესალმებით ყველა ინვესტორის შემოსვლას, რომელიც დააკმაყოფილებს სტანდარტებს“,- განაცხადა ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტრის ინფორმაციით, ტექნიკურ დათვალიერების რეფორმაში 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და ამ პროცესში 1000-მდე ადამიანი გადამზადდება, რომლებიც ტექნიკური დათვალიერებას განახორციელებენ.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საქართველოს რეგიონებში ჩატარდება კვლევა, რომელიც გამოავლენს, რამდენი სადგურია საჭირო თითოეულ მათგანში ტექდათვალიერების განსახორციელებლად, რათა პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები