მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტექინსპექტირებაგაუვლელი ავტომობილი შესაძლოა, 30 დღის ნაცვლად 3 დღეში ერთხელ დაჯარიმდეს

5ced01510ee74
სალომე მეცხვარიშვილი
28.05.19 13:35
3512
ავტომობილი, რომელსაც ტექინსპექტირება გავლილი არ აქვს, შესაძლოა, 30 დღის ნაცვლად 3 დღეში ერთხელ დაჯარიმდეს, - ამის შესახებ შს სამინისტროს კვლევისა და რეფორმების სამმართველოს ხელმძღვანელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილმა ეს განცხადება კვლევის პრეზენტაციაზე გააკეთა, რომელზეც ტექინსპეტქირების პროცესში არსებულ დარღვევებზე და 2019 წლის პირველი კვარტლის შედეგებზე საუბრობდნენ.

"დღეის მდგომარეობით, ჩვენ ვაჯარიმებთ 30 დღეში ერთხელ და ეს იყო შეთანხმებული პოლიტიკის მიმღებთან - ეკონომიკის სამინისტროსთან, რადგანაც კანონში არ არის დაკონკრეტებული ეს ვადა. ჩვენ ახლა საგაზაფხულო სესიის ბოლოს დავაინიცირებთ პაკეტს, სადაც დაზუსტება მოხდება, რომ 72 საათში ერთხელ მოხდეს ადმინისტრირება", - განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, პროექტი პარლამენტში გადაიგზავნება, სადაც გადაწყდება, არის თუ არა საჭირო მსგავსი მკაცრი მიდგომა იმ პირების მიმართ, რომლებსაც ტექინსპეტირება გავლილი არ აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები