მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობა 15-20%-ით გაიზარდა” - გიორგი შიოლაშვილი მიზეზზე

გიორგი შიოლაშვილი

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი შიოლაშვილის განცხადებით, ტექინსპექტირებაზე მომართვიანობა 15-20%-ითაა გაზრდილი. როგორც მან გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას აღნიშნა, ტექინსპექტირების ცენტრებში მომართვიანობის ზრდა გამკაცრებულმა ადმინისტრირებამ და გაუვლელობაზე განმეორებითი დაჯარიმების ოდენობის გაზრდამ განაპირობა.

“განმეორებითი ინსპექტირება გახდა ფასიანი , აქედან გამომდინარე, ავტომფლობელები უფრო მეტად მომზადებულები მოდიან ტექინსპექტირებაზე, მანამდე თუ დახარვეზების პროცენტი 30%-ს სცილდებოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 20%-მდე არის ჩამოსული”, - განაცხადა მან.

გიორგი შიოლაშვილმა ახალ პროექტზეც ისაუბრა, როლის მიხედვითაც ტექინსპექტირების ცენტრების შემოწმება იგეგმება.

ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგის უფლებამოსილება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს გადაეცემა, ჩვენ ჩართულები ვართ ამ პროცესში. ჩემი აზრით, პერმანენტული მონიტორინგი ტექინსპექტირების ცენტრებზე ძალიან კარგია. ეს ყველაფერი დადებითად აისახება ტექინსპექტირების პროცესის ობიექტურობაზე”, - აღნიშნა შიოლაშვილმა და დასძინა, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში ტექინსპექტირებაში გამოჩნდა სუსტი მხარეები, რაც საჭიროებდა გაუმჯობესებას.

5 წელია ტექსინპექტირების რეფორმა მიმდინარეობს, პრობლემად რჩება პერსონალის შენარჩუნება, 5 წლის წინ მისაღები ხელფასი, დღეის მდგომარეობით, აღარ არის მისაღები, გადინების წილი ძალიან დიდია და კვალიფიციური კადრის გაზრდას ძალიან დიდი დრო სჭირდება, ეს ინდუსტრიაში ისევ დიდ პრობლემად რჩება. ამასთან, იყო სხვა სისუსტეები, რაც გაუმჯობესდა, რაც აისახა მიმართვიანობაზე,  საბოლოო მიზანია ჩვენი ავტოპარკი მაქსიმალურად დაექვემდებაროს ტექინსპექტირებას, სწორედ ამისკენ ვისწრაფვით, ახლა კი დადებითი დინამიკაა”, - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები