მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგის სისტემა მკაცრი იქნება” - ლევან გამყრელიძე

ავტომობილები

2025 წლიდან ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი დაიწყება. შესაბამისი ცვლილება საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში მიმდინარე წლის გაზაფხულზე შევიდა, რომლის თანახმად, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიენიჭა უფლებამოსილება განახორციელოს დაკვირვება და მონიტორინგი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების პროცესზე.

ცვლილებას სექტორი დადებითაც აფასებს და ამბობენ, რომ ეს ერთი მხრივ აამაღლებს მიუკერძოებლობის სტანდარტს და ინსპექტირების ხარისხს, მეორე მხრივ კი ინსპექტორების უფლებებს დაიცავს.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან გამყრელიძე BM.GE-თან ამბობს, რომ ამ ეტაპზე სააგენტო მონიტორინგის წესზე მუშაობს, რომელიც მზად 1 კვირაში იქნება. მისი თქმით, მონიტორინგი პროცესი იქნება მკაცრი.

“მონიტორინგი ბევრ კომპონენტს მოიცავს, ახლა მიდის განხილვა პროცესში რა კომპონენტები უნდა იყოს და როგორ უნდა მოხდეს უშუალოდ მონიტორინგი. ამის ორი გზა არის. ერთი არის ვიზუალური დაკვირვება, 24 საათიანი კამერა იქნება და შემდეგ იქნება უშუალოდ ადგილზე მისვლით მონიტორინგი, როგორ იქნება ეს ხაზის შემდეგ თუ ხაზის შუაში, ეს პროცესი ამ ეტაპზე დამუშავების ეტაპზეა და 1 კვირაში მზად იქნება.

მონიტორინგის სისტემა რომ იქნება ძალიან მკაცრი, PTI ცენტრების მიმართ ამას წინასწარ გეუბნებით. “- ამბობს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან გამყრელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები