მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტექინსპექტირების წესების დარღვევაზე ჯარიმები მკაცრდება -ვინ როგორ აფასებს ტექინსპექტირების რეფორმა?

BM.GE
21.09.22 21:14
421
ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. სავალდებულო ინსპექტირება თავდაპირველად შეეხო მიკროავტობუსებს, ავტობუსებს და სატვირთო ავტომობილებს. პირველი ივლისიდან კი ინსპექტირება კომპანიების ან სახელმწიფო სტრუქტურების საკუთრებაში არსებული ავტომობილებისთვისაც სავალდებულო გახდა. ოქტომბრიდან მხოლოდ იმ მსუბუქ ავტომობილებზე გავრცელდა, რომლის ძრავის მოცულობა 3 ათასი კუბური სანტიმეტრია ან აჭარბებს მას. სულ საქართველოს მასშტაბით 40 ტესტირების ცენტრია.


თითქმის ოთხი წელი გავიდა და ალბათ სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს მთავარი პრობლემების გამოკვეთა. ფაქტია, დღეს რეფორმის მიმართ კრიტიკა გაზრდილია: ამ ფორმით, დღეს რა ფორმითაც მიმდინარეობს ტექინსპექტირება, რეფორმა, რომელზეც ხელისუფლება დიდ იმედს ამყარებდა, რომ გამონაბოლქვის ხარისხს გააუმჯობესებდა, ჩავარდნის პირასაა.

სტუმრები: გიორგი შიოლაშვილი - ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი;

ვაჟა იორდანიშვილი - „ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე;

დავით მესხიშვილი - საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები