2025 წლიდან ელექტრო ტექნიკის იმპორტირებისთვის ენერგო ეტიკეტირების ვალდებულება ამოქმედდება. შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტები საქართველოს მთავრობამ უკვე გამოსცა. ენერგოეტიკეტი განთავსებული უნდა იყოს პროდუქტზე, თვალსაჩინო ადგილას და მომხმარებელს უნდა აწვდიდეს ინფორმაციას მისი მახასიათებლების თაობაზე, მათ შორის რამდენად ენერგოეფექტურია მოწყობილობა. როგორ ფასდება ახალი ვალდებულება ბიზნესის მხრიდან და რას ცვლის ის მომხმარებლებისთვის?