აუდიო ვიდეო ტექნიკის იმპორტიორებისთვის 2%-იანი გადასახადი ამოქმედდა. გადასახადს ჰონორარის სახით იმპორტიორები ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციას გადაუხდიან. ბრძანების მიხედვით, ჰონორარის გადახდას ექვემდებარება მხოლოდ ისეთი მოწყობილობების იმპორტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტექნიკის მფლობელი მიერ აუდიოვიზუალური ნაწარმოების მოსმენის ან ნახვისთვის და პროცესში შესაძლოა საავტორო უფლებების დარღვევა მოხდეს. ბიზნესის ნაწილი ამბობს, რომ მათ იმპორტირებულ აუდიო ტექნიკაზე დაწესებული გადასახადის გადახდა უკვე დაიწყო. მათი თქმით, ინვოისებს თავად ასოციაცია შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციაში აგზავნის. რას გულისხმობს ახალი გადასახადი ბიზნესისთვის, ქართველი ავტორებისთვის და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულს ტექნიკის ფასებზე?