მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტექნიკის მაღაზიებში პროდუქციაზე მოთხოვნა არ შემცირებულა

585642037daeb
ანი ჯოხაძე
18.12.16 12:00
1656
წინასაახალწლოდ ტექნიკის მაღაზიებში პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია, - აცხადებენ ტექნიკის მაღაზიები "ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას.

"ზარების და გაყიდვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ მოთხოვნა არ შეცვლილა", - აცხადებს კომპანია „alta okay”-ის წარმომადგენელი. მისივე თქმით, მოთხოვნის შესაბამისად მომხმარებლები საახალწლო აქციებით აქტიურად სარგებლობენ.

ასევე მაღაზიათა ქსელი „ზუმერის“ წარმომადგენელი განმარტავს, რომ როგორც მთელი წლის განმავლობაში, ახლაც ტექნიკაზე მოთხოვნა იზრდება და მასზე ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას არანაირი გავლენა არ მოუხდენია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები