მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტექნიკის შესაძენად "მექანიზატორი" მომწოდებლებთან შეხვედრას გეგმავს

5a42291b94848
BM.GE
26.12.17 14:43
1654
2018 წლის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შპს “მექანიზატორი“ უახლოეს მომავალში 130 მაღალი გამავლობის (70 მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკა) ტექნიკის შეძენას გეგმავს, რისთვისაც სახელმწიფო 20 მლნ ლარს დახარჯავს.

შპს “მექანიზატორი“ სპეციალიზირებული კლასის (პიკაპი) ავტომობილების შეძენისათვის ბაზრის კვლევის შემდგომი შეხვედრას გამართავს, სადაც იწვევს საქართველოში რეგისტრირებული მიმწოდებლებს. დეტალური ინფორმაცია ტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებით შესყიდვების სააგენტოს შემდეგ ბმულებზეა განთავსებული:

1) http://procurement.gov.ge/Market-research/meqanizatori-(1).aspx
2) http://procurement.gov.ge/Market-research/meqanizatori.aspx

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა შესყიდვაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის 27 დეკემბერს 18:00 საათზე შპს მექანიზატორის ცენტრალურ ოფისში გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები