საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წელს დაახლოებით 300-ით ნაკლები სტუდენტის მიღების შესაძლებლობა ექნება, ვიდრე გასულ წელს. მთავრობამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის მისაღები სტუდენტების რაოდენობის შესახებ დადგენილება უკვე გამოაქვეყნა.
დოკუმენტის მიხედვით, მომავალ სასწავლო წელს, სტუ-ის მიერ საბაკალავრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა 3880-ით განისაზღვრა. გასულ წელს კი კვოტა 4207 იყო, ხოლო ჩარიცხულთა რაოდენობამ 3575 შეადგინა.
2026-2027 სასწავლო წელს მისაღები სტუდენტების კვოტები და პროგრამები:
| აგროინჟინერია | 30 |
| ბიოსამედიცინო ინჟინერია | 50 |
| გამოყენებითი გეოლოგია | 60 |
| ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები (რუსულენოვანი) | 15 |
| არქიტექტურა | 180 |
| ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია | 210 |
| ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები | 50 |
| ინფორმატიკა | 290 |
| საინჟინრო ფიზიკა | 20 |
| ქიმიური პროცესების ტექნოლოგია | 20 |
| მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი | 30 |
| საინჟინრო გეოდეზია | 70 |
| მშენებლობა | 260 |
| მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია | 50 |
| სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია | 50 |
| ტრანსპორტი | 40 |
| ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია | 50 |
| სასურსათო ტექნოლოგია | 120 |
| გარემოსდაცვითი ინჟინერია | 70 |
| მეტალურგია | 30 |
| მასალათმცოდნეობა | 30 |
| სამთო და გეოინჟინერია | 50 |
| აგრარული ტექნოლოგიები | 60 |
| საკვები პროდუქტების გადამუშავება და სამაცივრო ტექნოლოგია | 40 |
| სატყეო საქმე | 100 |
| საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა | 50 |
| მექანიკის ინჟინერია (ინგლისურენოვანი) | 10 |
| არქიტექტურა (რუსულენოვანი) | 15 |
| ინფორმატიკა (რუსულენოვანი) | 20 |
| დიზაინი (ინგლისურენოვანი) | 40 |
| მეცხოველეობა | 50 |
| ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია | 40 |
| საინჟინრო მენეჯმენტი | 50 |
| აგრონომია | 60 |
| სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგია | 50 |
| მშენებლობის ინჟინერია და მენეჯმენტი | 60 |
| ლოგისტიკა | 50 |
| მოდის დიზაინის ტექნოლოგიები | 30 |
| მევენახეობა და ენოლოგია | 120 |
| კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი) | 40 |
| ბიოსამედიცინო ინჟინერია (ინგლისურენოვანი) | 20 |
| ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია | 210 |
| სამოქალაქო ინჟინერია | 100 |
| ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა | 50 |
| კომპიუტერული ინჟინერია | 100 |
| საავიაციო ინჟინერია | 30 |
| კომპიუტერული მეცნიერება | 300 |
| სამოქალაქო ინჟინერია (ინგლისურენოვანი) | 30 |
| ვეტერინარია | 80 |
| არქიტექტურა (ინგლისურენოვანი) | 20 |
| კომპიუტერული ინფორმაციული ტექნოლოგიები | 250 |
| კომპიუტერული ინჟინერია (ინგლისურენოვანი) | 30 |
ცნობისთვის, გასული თვის ბოლოს მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებდა ტექნიკური უნივერსიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანებას, თუმცა, 9 თებერვალს გადაწყვეტილება შეცვალა და განაცხადა, რომ გაერთიანება აღარ მოხდება, თუმცა სტუ-ს სოციალური და ჰუმანიტარული პროგრამები აღარ ექნება.




























