საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ავტოტექნოს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი გახსნა. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერმა, პროფესორმა თემურ ბულიამ და „ავტოტექნოს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა მიხეილ ალხაზიშვილმა. BMG-ის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა გახსნის ცერემონიაზე.
სტუმარი: დავით კაკიაშვილი - "ავტოტექნოს" მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი;