ერევანი -მოსკოვის რეისი ტექნიკური ხარვეზის გამო გადაიდო.
Utair airline-ის თვითმფრინავი სომხეთის დედაქალაქიდან რუსეთში დღეს უნდა გაფრენილიყო, თუმცა როგორც სომხური მედია იუწყება, ლაინერში არსებული ტექნიკური პრობლემის გამო, ფრენა საკითხის მოგვარებამდე გადაიდო.
შემთხვევის ზუსტი მიზეზი უცნობია.
უცნობია ისიც, თუ როდის მოხდება ხარვეზის აღმოფრხვრა და რეისის განახლება. ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ მგზავრებს სასტუმროთი და საკვებით უზრუნველყოფენ.

























