მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტექნო ბუმი" შიდა განვადებას მაისიდან დაიწყებს - მიზეზი შემცირებული გაყიდვებია

5cac873f8ce11
ლევან თაღიაშვილი
09.04.19 17:52
2289
BM.ge-ის ინფორმაციით, მაისიდან კომპანია „ტექნო ბუმი“ ბაზარზე შიდა განვადებას დაიწყებს.


კომპანიამ ტექნიკის ბაზრისთვის შიდა განვადების შეთავაზება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 1 იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციების გამო, პროდუქციის გაყიდვებმა შემცირების ტენდენცია აჩვენა.

შიდა განვადების სერვისი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, პროდუქცია ბანკის გვერდის ავლით, განვადებით შეიძინონ. ხელშეკრულება უშუალოდ „ტექნო ბუმსა“ და მომხმარებელს შორის გაფორმდება და მისი ვერდაფარვის შემთხვევაში კომპანია სესხს/განვადებას ე.წ. კოლექტორულ კომპანიებზე გადაყიდის, რის შესახებაც კლიენტი განვადების ხელშეკრულების გაფორმებისას იქნება ინფორმირებული.

განვადების დამტკიცების პროცედურა 5-10 წუთი გაგრძელდება და ძირითადად, საკრედიტო ისტორიას მიენიჭება მნიშვნელობა.

რაც შეეხება იმას, რამდენად ჯდება აღნიშნული 1 იანვრიდან ამოქმედებული პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესებში, რომლის თანახმად, შემოსავლის დადასტურების გარეშე, სესხის გაცემა აკრძალულია, კომპანიის ხელმძღვანელმა ანზორ ქოქოლაძემ რამდენიმე კვირის წინ bm.ge-ის განუცხადა, რომ "ეს არაა ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ მყოფი გარიგება" და შესაბამისად, ამ თემაზე  სებ-თან კომუნიკაციაც არ ჰქონია.

ცნობისთვის: ანზორ ქოქოლაძემ გადაცემაში - “Forbes კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად“ განაცხადა, რომ იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, გაყიდვები 50%-ით არის შემცირებული და კომპანია უახლოეს პერიოდში შიდა განვადებას აუცილებლად დაიწყებდა. მისივე განმარტებით, დიდი ალბათობით, სხვა საცალო ქსელებიც და სამშენებლო კომპანიებიც ამ გზას დაადგებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები