ბიზნესმენმა BM.GE-თან საუბარში განაცხადა, რომ რეგიონში განთავსებული 4 ობიექტი გაყიდვების შემცირების გამო დაიხურა.
„4 მაღაზია დავხურეთ რეგიონებში, რადგან გაყიდვების მიმართ არარენტაბელური იყო. რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, 2018 წლის და 2019 წლის იანვარს თუ შევადარებთ, გაყიდვები 50%-ითაა შემცირებული", - აღნიშნა ქოქოლაძემ, მაგრამ იქვე დასძინა, რომ უახლოეს 10 დღეში მომხმარებელს ახალ პროდუქტს შესთავაზებენ.
"დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ სიახლეები იქნება... რეგულაციების გამო, კიდევ რაიმე ცვლილებას - მაღაზიების შემცირებას ან ობიექტების დახურვას არ ვაპირებთ", - განაცხადა ბიზნესმენმა.
მისივე განმარტებით, ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემა ქვეყანაში არსებობს, თუმცა რეგულაციების ეტაპობრივად ამოქმედებაც შესაძლებელი იყო.
„ჭარბვალიანობის პრობლემა ქვეყანაში არსებობს და აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ნაკლებადაა, მაგრამ შეიძლებოდა რეგულაციები ეტაპობრივად შემოეღოთ; რეგულაციები რამდენიმე წელიწადში ჭარბვალიანობას შეამცირებს, მაგრამ ამავდროულად, ეკონომიკური ზრდაც შემცირდება. საკამათო თემაა, თუმცა მე პირადად რეგულაციების მომხრე არ ვარ“, - აცხადებს ქოქოლაძე.

























