დიდ დიღომში, "ტექნო ლუქსის" საწყობში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მეხანძრეებმა საწყობის ტერიტორიიდან ერთი ადამიანი გამოიყვანეს.
"TV პირველის" ინფორმაციით, დაშავებული კლინიკა "ლანცეტშია" გადაყვანილი და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი დიდ დიღომში მდებარე "ტექნო ლუქსის" საწყობს გაუჩნდა.
ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, სავარაუდოდ, ის ელექტროსადენების მოკლე ჩართვის შედეგად გაჩნდა.
"ხანძრის გავრცელების საშიშროება უკვე არ არსებობს. ბოლო ინფორმაციით, დამწვარია 1800 კვადრატული მეტრის ფართი", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
ხანძარი დაახლოებით 1.5 საათის წინ გაჩნდა.

























