მშენებარე თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტისკენ მიმავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოზე თბილისის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად დედაქალაქის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის პირობებით რეაბილიტაციას დაექვემდებარება ბობ უოლშის ქუჩიდან ინსტიტუტის ეზომდე მიმავალი გზის მონაკვეთი.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობა 2016 წლის 23 მაისს ფონდმა "ქართუმ", საქართველოს მთავრობასთან ერთად დააანონსა. ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაარსების მიზნად ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი კომპლექსის შექმნა დასახელდა, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით.
კვლევითი ცენტრის, "საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის" გარდა უნდა აშენდეს ნაწილაკთა ამაჩაქარებელი, ე.წ. „კოლაიდერიც“. პროექტი წინასწარი ინფორმაციით რამდენიმე ასეული მილიონი ევრო დაჯდება.

























