მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტექნოლოგიური სტარტაპების წახალისება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია"

5af04c9a51dd2
BM.GE
07.05.18 16:53
1185
"აუცილებელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური სტარტაპების კიდევ უფრო წახალისება", -ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ის არ ეთანხმება ოპონენტების არგუმენტებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი სტარტაპების დაფინანსება, წყალში გადაყრილი ფულია.

"წყალში გადაყრილი იქნება ყველა ის ინვესტიცია, რომელიც საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარების საშუალებას არ მოგვცემს, მსოფლიოს ეკონომიკური განვითარება სწორედ ამ ტენდენციით მიდის. ამიტომ ასეთი სტარტაპები უფრო მეტად უნდა წავახალისოთ", - განაცხადა ბახტაძემ. მისი თქმით, საქართველოში არის რესურსი ამ მიმართულებით, ქარველ ახალგაზრდებში არის ამის პოტენციალი და გარწმუნებთ, ამ რეფორმას წარმატებით დავასრულებთ”-განაცხადა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები