მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის გამიზნულ შენობაში სასტუმრო ნოემბერში გაიხსნება

5d07aba2d5c81
ლიკა გურაბანიძე
18.06.19 09:50
1620
ბათუმში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის გამიზნულ 35–სართულიან შენობაში, ამჟამად უკვე "ბათუმი თაუერში", 5–ვარსკვლავიანი სასტუმრო Le Méridien Batumi, კაზინო Empire და პრემიუმ კლასის აპარტამენტები 2019 წლის ნოემბერში გაიხსნება.

როგორც BM.GE-ს "ბათუმი თაუერის" მმართველ დეველოპერულ კომპანია "რედკოში" განუცხადეს, გახსნისთვის საჭირო სამუშაოები ამ ეტაპისთვის შეუფერხებლად მიმდინარეობს.



"რედკოს" გენერალური დირექტორის მოადგილის მალხაზ კუნელაურის განმარტებით, 110–ნომრიანი სასტუმრო და კაზინო ჯამში, დაახლოებით 350 ადამიანს დაასაქმებს.
კუნელაურის განმარტებითვე, 35–სართულიდან პირველ ოთხ სართულზე Le Méridien Batumi და კაზინო განთავსდება, მომდევნო სართულებზე კი პრემიუმ კლასის 79 აპარტამენტი, რესტორანი და ლაუნჯი ღია ტერასით განთავსდება, სადაც სპეციალურად მოძრავი ატრაქციონი იქნება მოწყობილი.



ცნობისთვის, თავდაპირველად ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის გათვალისწინებულ შენობაში 5–ვარსკვლავიანი სასტუმროს და კაზინოს გარდა, ღია და დახურული აუზი, სპა და ფიტნეს ცენტრი, საკონფერენციო და სადღესასწაულო დარბაზები იქნება განთავსებული. პროექტის ჯამური ღირებულება 65 მლნ აშშ დოლარია. Le Méridien საერთაშორისო ქსელის Marriott-ის ქვეშ შემავალი ბრენდია. 2016 წელს Marriott-ს სასტუმროს და კაზინოს ტერიტორია მართვაში 30 წლით გადაეცა.



ბათუმის ბულვარის შესასვლელთან მდებარე შენობა, სადაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იგეგმებოდა, სახელმწიფომ ოთხი წლის წინ 25 მილიონ 4 ათას 626 აშშ დოლარად გაყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები