მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ელექტროსადგურები თავად უნდა ააშენონ და ტარიფებიც გადაფარონ – ტრამპი

ტრამპი

კონგრესში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი ინიციატივა „გადასახადის გადამხდელთა დაცვის ფიცი“ დააანონსა. მისი განცხადებით, ტექნოლოგიური გიგანტები ვალდებულები იქნებიან თავად უზრუნველყონ თავიანთი მონაცემთა ცენტრების ელექტროენერგიით მომარაგება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსახლეობისთვის ტარიფების გაძვირება.

თეთრი სახლის ოფიციალური ინფორმაციით, მარტში პრეზიდენტი ტრამპი ვაშინგტონში ამ საკითხზე სასაუბროდ უმასპინძლებს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებს. შეხვედრაზე მოსალოდნელია Amazon-ის, Google-ის, Meta-ს, Microsoft-ის, OpenAI-ს, Oracle-ისა და xAI-ს წარმომადგენლების დასწრება.

ინიციატივის მიზანია, რომ ხელოვნური ინტელექტის ბუმით გამოწვეული ენერგიის კოლოსალური მოთხოვნა არ დააწვეს რიგით მოქალაქეებს. გეგმა ითვალისწინებს, რომ კომპანიებმა თავად ააშენონ ან შეიძინონ ენერგიის დამოუკიდებელი წყაროები მონაცემთა ცენტრებისთვის და თავად დაფარონ ქსელის განახლების ხარჯებიც.

ტრამპის განცხადებით, ამერიკაში არსებული ენერგოსისტემა მოძველებულია და ის ვერ გაუძლებს AI-ინფრასტრუქტურის მიერ მოთხოვნილ დატვირთვას. სწორედ ამიტომ, ტექნოლოგიურმა გიგანტებმა, მონაცემთა ცენტრებთან ერთად, ბირთვული ელექტროსადგურებიც უნდა ააშენონ და თავიანთი ენერგომოთხოვნა თავად უნდა დააკმაყოფილონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები