მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტექნოპარკი გურჯაანშიც აშენდება და მასში 2.5 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდება"

5ca7a7211963a
ლიკა გურაბანიძე
06.04.19 19:50
715
საქართველოში კიდევ ერთი ტექნოპარკი აშენდება, - ამის შესახებ bm.ge-ის გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, გურჯაანში ტექნოპარკის მშენებლობა მიმდინარე თვეში დაიწყება და სივრცის მოწყობის პროცესი 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

პროექტში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ჯამში, 2.5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

„ახალი ტექნოპარკი რეგიონში სტანდარტული კონცეფიით იქნება წარმოდგენილი. გურჯაანში ტექნოპარკის მშენებლობა ახალგაზრდებს იდეების განხორციელებასა და წინსვლაში დაეხმარება. პროექტის კონცეფციაში ცვლილებები არ იგეგმება,“ - განაცხადა სონღულაშვილმა.

ტექნოპარკი გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლასთან ახლოს აშენდება. ცნობისთვის, მიმდებარე ტერიტორიაზე ღვინის უნივერსიტეტიც შენდება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები