ტექნოპარკის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ზვიადაძე BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზრების შესახებ კანონმდებლობა არაა მიღებული, სწორედ ამიტომ მან Startup Angels კლუბი შვეიცარიაში დააფუძნა.
"გავაკეთეთ ,,Startup Angels'' კლუბი შვეიცარიაში და ამ კლუბის ძირითადი მიზანია დაეხმაროს და დააფინანსოს სტარტაპები. რატომ შვეიცარია? იმიტომ, რომ სამწუხაროდ საქართველოში არ არის კაპიტალის ბაზრების შესახებ კანონმდებლობა მიღებული. ძალიან რთულია საგადასახადო ან ადმინისტრაციული კუთხით თანხა მისცე სტარტაპს.
სტარტაპისთვის ეს დაფინანსება შემოსავალია რაც უნდა დაბეგროს თუ სესხია, რომელიც მე უნდა მივცე? თუ როგორი ტიპის ინვესტიციაა, ეს ამისთვის ჩვენ გაგვიჭირდა იურისტების დახმარებით სწორი ფორმის მოძიება. ამიტომ გადავწყვიტეთ შვეიცარიაში კლუბის დაფუძნება. შვეიცარიაში, ზუგში ერთ-ერთი ყველაზე კარგი კორპორატიული კანონმდებლობაა, მთელმა მსოფლიომ იცის ეს და ძალიან დიდი ჰოლდინგები, სათავო ოფისი სწორედ შვეიცარიაში არის დარეგისტრირებული. მოვაგროვეთ გარკვეული კაპიტალი და დავაფინანსეთ პირველი პროექტი.
ჩვენ ვცდილობთ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში Euro to Euro Agreement ვითანამშრომლოთ. ვცდილობთ სტარტაპს, რომელიც ევროკავშირის გრანტს მიიღებს ერთი იმდენი მივცეთ, ან პირიქით, ვისაც ჩვენ მივცემთ ინვესტიციას ევროკავშირმა უამრავი გრანტის პროგრამიდან დააფინანსოს იგივე თანხით’’ - განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.

























