მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტექნოპარკში პირველი ციფრული სადაზღვევო ბროკერის "ფრანის" პრეზენტაცია გაიმართა

63fef1582f2f1
თათია ჩაფიჩაძე
01.03.23 10:47
870
„ფრანი“ - პირველი ქართული ციფრული სადაზღვევო სტარტაპია, რომლის გამოყენებითაც მომხმარებელს მასზე მორგებული პაკეტის მიღება, ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე, 3-4 წუთიან პერიოდში შეუძლია.

პირველი ქართული სადაზღვევო ბროკერის პრეზენტაცია ტექნოპარკში გაიმართა. როგორც სტარტაპის დამფუძნებელი გიორგი ჩაჩუა განმარტავს, მულტიფუნქციური ბროკერი სრულად მომხმარებლის სურვილზეა მორგებული და ყველა საჭირო პროცესი პლატფორმაშია ინტეგრირებული.

„ფრანი არის ციფრული სადაზღვევო ბროკერი, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას ჩვენს პლატფორმაზე მასზე მორგებული დაზღვევა აპოვნინოს და მიიღოს საუკეთესო შეთავაზება. მთელი ეს პროცესი ხორციელდება აპლიკაციის მეშვეობით, არანაირი გადამისამართება სხვა ვებ-გვერდებზე არ ხდება და ყველა პროცესი ჩვენთანვეა ინტეგრირებული. პროცესს სჭირდება 3-4 წთ და მნიშვნელოვანია, რომ არანაირი დამატებითი ხარჯები არ იქნება, ჩვენთან ფასი იქნება ის, რაც ნებისმიერ სადაზღვევოს აქვს შეთავაზებაში, არანაირი ფარული ხარჯი არც ელექტრონული კომერციის გადასახადი არ არსებობს.

დღეს დავისტარტეთ და სამოგზაურო დაზღვევით გამოვდივართ ბაზარზე, შემდგომში მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა დაგვემატება და ეტაპობრივად წლის განმავლობაში დავამატებთ ფიზიკური პირების მიმართულებით სხვადასხვა პაკეტებს. 2 თვეში დაემატება ჯანმრთელობის დაზღვევა, ასევე ავტომობილის, ქონების და კრიტიკული დაავადებებისგან არსებული დაზღვევა, ეს იქნება ჩვენი გეგმა ამ წელს.რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებს, აქაური ვალიდაციის შემდეგ, მომავალი წლიდან ვაპირებთ, რომ გავიდეთ გლობალურ ბაზრებზე“, - განაცხადა გიორგი ჩაჩუამ.

„ფრანის“ პრეზენტაციას სსიპ საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის, პარტნიორი სადაზღვევო კომპანიების, მასტერქარდის, საქართველოს ბანკის, ჯიტას და ჯიტას გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომპანია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 15 000 და 150 000 ლარიანი გრანტების პროგრამის გამარჯებული და მასტერქარდის ჯილდოს მფლობელი.



(რ) 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები