მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტექნოპარკში "სტარტაპ საქართველოს" მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეების ფინალისტთა პრეზენტაციები გაიმართება

57bd2edb5eaa8
BM.GE
24.08.16 09:20
1418
ტექნოპარკში გაიმართება პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეების ფინალისტთა პრეზენტაციები, რომლებსაც „სილიკონ ველის“ ვენჩურული ინვესტორები შეაფასებენ.

შეგახსენებთ, რომ პროგრამის მაღალტექნოლოგიური კომპონენტის ფარგლებში 150-მდე განაცხადი შემოვიდა, მათ შორის 51 ფინალისტია. ფინალისტების შერჩევის მთავარი კრიტერიუმია ისეთი პროექტების შერჩევა, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან გლობალური მასშტაბით და ექნებათ ზრდის შესაძლებლობა.

შემოსულ განაცხადებს 3 კვირის განმავლობაში საერთაშორისო ექსპერტები აფასებდნენ ,,სილიკონის ველიდან”. შეფასების მთავარი კრიტერიუმები იყო: ინოვაციურობის ხარისხი, გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალი, ვენჩურული ინვესტიციებისთვის მიმზიდველი პროდუქტები, გუნდის კომპეტენტურობა და ა.შ.

ჯამში პროექტ ,,სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში 720-ზე მეტი განაცხადია ინოვაციური ბიზნესის წარმოებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები