მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტექ.სფეროში ძალიან ცოტა შესაძლებლობაა, უმცროსი დეველოპერის პოზიციაზე დასაქმდე” - Sweeft

Sweeft

ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმების გამოწვევებზე BMG-ის ეთერში საერთაშორისო IT კომპანია Sweeft Digital საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მარიამიძე საუბრობს. მისი თქმით, Sweeft-ის აქსელერაციის პროგრამა პროგრამისტებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის.

“Sweeft-ში ორი წყარო გვაქვს, საიდანაც კომპანიაში ტალანტი მოდის. პირველი სტანდარტული რეკრუიტინგია, მეორე კი ჩვენივე აქსელერაციის პრობლემა. ცალსახად, ლოიალობა გაცილებით მაღალია, როდესაც კადრი ამ პროგრამით აგვყავს. 

ტექ.სფეროში ძალიან ცოტა შესაძლებლობაა, უმცროსი დეველოპერის დონიდან დაიწყო, რადგან, როგორ წესი, ბიზნესს ყოველთვის ყველაფერი უნდა ძალიან სწრაფად და როდესაც რაღაცის გაკეთება მოკლე დროში გინდა, უფროსი ან საშუალო დონის სპეციალისტები აგყავს, ჯუნიორებისთვის კი შესაძლებლობები საკმაოდ ცოტაა. ჩვენი აქსელერაციის პროგრამა სწორედ ამ შესაძლებლობას წარმოადგენს”, - ამბობს Sweeft-ის აღმასრულებელი დირექტორი.

მარიამიძის თქმით, Sweeft-ი აქსელერაციის პროგრამას ყოველ 6 თვეში აცხადებს და თითოეულ ნაკადში 60-მდე ადამიანს იღებს: “კომპანიის ზომა და ზრდის ტემპი ამის საშუალებას გვაძლევს”. 

Sweeft Digital-ი მსოფლიოს მასშტაბით 14 ქვეყანაში ოპერირებს და 1200-ზე მეტ თანამშრომელს, მათ შორის საქართველოში 500 ადამიანს, ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები