ლიზი კაველაძე
21 წლის
Front-End დეველოპერი
ინტერესები – გამოცანები, სტრატეგიული თამაშები, პაზლების აწყობა, ანუ ყველაფერი, რასაც ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის კრეატიულად გადაჭრა სჭირდება
სჯერა – რომ განვითარების გზაზე მთავარი მონაპოვარი ის გამოცდილებაა, რომელიც წარმატებისკენ უფრო დიდ და მყარ ნაბიჯებს გვადგმევინებს
სამუშაო ადგილი – პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი საერთაშორისო კომპანია Upgaming
სამსახურში მოსწონს – სწრაფი ტემპით პროგრესირებისა და ახალი უნარების აღმოჩენის შესაძლებლობები
Upgaming-ი წარმოგიდგენთ ვიდეოების სერიას, რომელიც კამპანია „Upრინდის“ ფარგლებში შეიქმნა. ვიდეოსერია კომპანიის გუნდის წევრების ისტორიებს აერთიანებს, გვაცნობს მათ სამუშაო პროცესში და გვიყვება მათ ხედვებზე, ინტერესებსა და მისწრაფებებზე.
Upgaming-ი პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და წარმოდგენილია 5 ქვეყანაში: საქართველოში, შვეიცარიაში, გერმანიაში, მალტასა და ბულგარეთში.