საქართველოს ტექსტილისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის დავით ბიძინაშვილის განცხადებით, მათ სფეროში არსებული ხელფასები ქვეყანასა და დარგში არსებული ხელფასების ადეკვატურია.
მისი თქმით, დარგში არსებული დაბალი ხელფასის ამაღლება შესაძლებელია, თუ კადრების კვალიფიკაცია გაიზრდება.
“თითქმის ყველა წარმოებას აქვს ერთი და იგივე ხელფასი. როცა უცხოელი ინვესტორი შემოდის, დაინტერესებულია, რომ რაც შეიძლება დაბალი ხარჯით, მეტი მოგება მიიღოს. ვფიქრობ, დაბალი ხელფასის ამაღლება შესაძლებელია. უპირველესად კვალიფიციური კადრების პრობლემა გვაქვს, თუ კვალიფიციური კადრების რაოდენობა გაიზრდება, ინვესტორსაც გაეზრდება გამოსული პროდუქციის რაოდენობა. ამის შემდეგ მათ შესაძლებლობა ექნებათ, რომ ხელსაფსები მოუმატონ”, - აცხადებს დავით ბიძინაშვილი.

























