კომპანია "ტექტო ჯგუფი" კვიპროსის შემდეგ წარმომადგენლობას ამერიკაში, ნიუ-იორკში ხსნის. წარმომადგენლობის გახსნის მიზანი ქართული უძრავი ქონების ბაზრით ამერიკელ საცალო ინვესტორების დაინტერესებაა. როგორც კომპანიის კომერციულმა დირექტორმა განაცხადა, ამერიკაში მყოფ ემიგრანტებთან ერთად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება მიეცემა ბინა ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის წყალობით მინიმალური პირველადი შენატანით და მათზე მორგებული გადახდის პირობებით შეიძინონ.
სტუმარი: ავთანდილ აროშიძე - "ტექტო ჯგუფი" კომერციული დირექტორი;