კომპანია "ტექტო ჯგუფი" კვიპროსის შემდეგ წარმომადგენლობას ამერიკაში, ნიუ-იორკში ხსნის. წარმომადგენლობის გახსნის მიზანი ქართული უძრავი ქონების ბაზრით ამერიკელ საცალო ინვესტორების დაინტერესებაა.
როგორც კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ავთანდილ აროშიძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, ამერიკაში მყოფ ემიგრანტებთან ერთად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, მინიმალური პირველადი შენატანით და მათზე მორგებული გადახდის პირობებით ბინის შეძენის საშუალება მიეცემათ.
„ბრუკლინში იხსნება ჩვენი წარმომადგენლობა, ზუსტი მისამართია Investors club advisor Address: 175 pearl st, brooklyn NY, 11201 Office #206 სადაც დაგხვდებათ ჩვენი მრავალ პროფილური გუნდი. ესენი იქნებიან ლიცენზირებული ბროკერები, ლიცენზირებული შემფასებლები, ლიცენზირებული მარკეტინგისა და გაყიდვების სპეციალისტები, რომლებიც მოემსახურებიან ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც ჩვენი ინფორმაციით მხოლოდ ნიუ-იორკში 150 ათასამდეა და მათ სრულფასოვან კონსულტაციებს გაუწევენ. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი პროდუქცია ამერიკულ ბაზარზე გავიტანოთ და ჩვენს შესახებ გაიგონ ოკეანის გაღმა.
ადგილზე სერვისის შეთავაზება პირველი პლუსია, დროის სარტყელის გამო ეს პრობლემაა, უხერხულობაა ხოლმე სანდოობის თვალსაზრისით, ამიტომ ადგილზე სრული ინფორმაციის მიღება პროფესიონალი გუნდის მიერ მნიშვნელოვანია. ადგილზე იქნება შესაძლებელი ხელშეკრულების გაფორმების დაწყება და დასრულება, ამაში კი მათ დახმარებას იურისტები გაუწევენ.
ასევე მთავარი რაც არის, ჩვენ დავეხმარებით ჩვენ ემიგრანტებს და არა მხოლოდ მათ, პირველადი შენატანის მოძიებაში. ადგილობრივ „ლენდერებთან“ გვაქვს უკვე მოლაპარაკებები და გვსურს, რომ მინიმალური შემოსავლებით იაფი სესხი დაუმტკიცდეთ და დაბალ პროცენტში გააკეთონ პირველადი შემონატანი და შემდეგ უკვე მათ ვთავაზობთ მათზე მორგებულ გადახდის პირობებს და გრძელვადიან საშეღავათო პერიოდსაც.
ამ ეტაპზე გაგვაქვს რამდენიმე პროექტი, ეს არის „ტექტო ფრანკო,“ „ტექტო რაკურსი“ და სამომავლო პროექტი, რომელსაც ქობულეთში დავიწყებთ“, - განაცხადა ავთანდილ აროშიძემ.
„ტექტო ჯგუფმა“ წარმომადგენლობა გასული წლის ბოლოს კვიპროსზეც გახსნა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ქართული უძრავი ქონებისადმი ევროპული ბაზრებიდან ინტერესი საკმაოდ მზარდია.