მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტერა ბანკი": სებ-ის რეგულაციის ამოქმედებამ სესხების გაცემა თითქმის გაანახევრა

5c729dc973a59
ლევან თაღიაშვილი
24.02.19 18:20
4983
„ტერა ბანკის“ რისკების მართვის დირექტორის თემურ აბულაძის განცხადებით, 1 იანვრიდან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების“ ამოქმედებამ სესხების გაცემა თითქმის გაანახევრა.

როგორც მან bm.ge-ის განუცხადა, რეგულაციის შესახებ დეტალები გაუგებარი იყო, რის გარკვევასაც დიდი დრო დასჭირდა.

„ამ რეგულაციებმა საკმაოდ გაართულა სესხის გაცემის პროცესი. მთავარი პრობლემა რეგულაციების ნიუანსებში ბუნდოვანება იყო, რადგან ყველაფერი ბოლომდე გარკვეული არ იყო. გასაგებია, რომ უნდა შეგვესწავლა მსესხებელთა შესაძლებლობები, რასაც პასუხისმგებლიანი ბანკები ისედაც აკეთებდნენ, თუმცა ამის კანონმდებლობის დონეზე დაყენება საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს, ნიუანსებში არის სხვაობა. ამის გარკვევას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა და გაურკვევლობამ უარყოფითად იმოქმედა სესხის გაცემის მიმართულებით“, - განაცხადა „ტერა ბანკის“ რისკების მართვის დირექტორმა.

მისივე განმარტებით, 30%-40%-ით შემცირებული იპოთეკური და უზრუნველყოფილი სესხები.

„იანვარი, ზოგადად, ისედაც არაა აქტიური თვე სესხის გაცემის კუთხით, თუმცა შარშანდელ იანვართან შედარებით, დაახლოებით, განახევრებულია უხეშად რომ ვთქვათ. იპოთეკური და უზრუნველყოფილი სესხების კუთხით, შედარებით ნაკლებად იმოქმედა, შემცირება 30%-40%-ია. საკრედიტო ბარათების კუთხით კი, უფრო რადიკალური ცვლილება იყო, დაახლოებით 70%-ით შემცირდა“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ: 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა ამოქმედდა, რომლის შედეგადაც მოქალაქეთა შემოსავლების დეტალური ანალიზის გარეშე სესხების გაცემა შეიზღუდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები