კომერციულ ბანკებს მთავრობის გაცხადებულ ინიციატივებთან დაკავშირებით პოზიცია მანამდე არ დაუფიქსირებიათ, სანამ ეროვნულმა ბანკმა ტექნიკურ საკითხებზე მათთან შეხვედრა არ გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ "ბიზნესკონტრაქტთან" პირველი კომენტარი "ტერა ბანკის" ხაზინის ხელმძღვანელმა, რეზო მაკალათიამ გააკეთა. ის მთავრობას ინიციატივებს უწონებს და აცხადებს, რომ ის მომხმარებლები, რომელებიც სენსიტიურები იყვნენ სავალუტო კურსის მიმართ, მომავალში აღარ იქნებიან.
"ჩემი ინფორმაციით მთავრობის და ეროვნული ბანკის მხრიდან ხორციელდება შესაბამისი ზომები, რომ ის რესურსები რომელი ლარითაც დაკრედიტდება კლიენტები მიაწოდოს ბანკებს. შესაბამისად ლარის რესურსი პრობლემა არ უნდა შეიქმნას’’-აცხადებს მაკალათია.
რაც შეეხება გალარების შემთხვევაში სესხების საპროცენტო განაკვეთებს, მაკალათიას თქმით, საპროცენტო განაკვეთების მოცულობა საბოლოოდ ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ ამ დღეებში გაივლიან აღნიშნულ საკითხს ეროვნულ ბანკთან ერთად კომერციული ბანკები და მიიღებენ გადაწყვეტილებას.
"20 %-იანი სუბსიდია იქნება ის ნაწილი, რომელიც დოლარის და ლარის განაკვეთს დააკოპენსირებს. მე ვფიქრობ, ლარში საპროცენტო განაკვეთის ზრდა არ იქნება, რადგან შესაბამის რესურს ბანკებს სებ-ი მიაწვდის. ის განათავსებს დოლარის რესუსრს ანგარიშზე, რის უზრუნველყოფითაც გასცემს სესხებს კომერციულ ბანკებზე ლარის სახით"-განმარტავს მაკალათია.

























