ტერაბანკმა ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში ახალი აქცია დააანონსა და იურიდიულ პირებს სავალუტო გადარიცხვებზე ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს.
აქციის ფარგლებში პირი, რომელიც ბიზნეს ანგარიშს გახსნის ტერაბანკში, მომდევნო 6 თვის განმავლობაში შეძლებს სავალუტო გადარიცხვების შესრულებას შეღავათიანი, ფიქსირებული ტარიფებით:
- დოლარში – 5 USD
- ევრო/სხვა ვალუტაში – 5 EUR
იურიდიულ პირებს აქციაში ჩართვა 2025 წლის 30 აპრილამდე შეეძლებათ.
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ტერაბანკისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ბიზნესსაქმიანობის ხელშემწყობი კიდევ არაერთი პროექტის განხორციელება იგეგმება.




























