ერთ თვიანი ბაიკ კამპანიის შედეგებით "ტერაბანკის" ველო ტრანსპორტით ქალებზე ხშირად კაცები გადაადგილდებიან. ბანკის ინფორმაციით, მათი აქციის ფარგლებში ველოსიპედების მომხმარებელთა 62% - კაცები, ხოლო 38% ქალები არიან.
ყველაზე ახალგაზრდა ვინც უფასო ველოსიპედით სარგებლობს 18 წლის მომხმარებელი აღმოჩნდა და ყველაზე ასაკოვანი 78 წლის მამაკაცია.
"ტერაბანის" საზაფხულო აქციის ფარგლებში, რომლის საშუალებითაც ჯანსაღი ტრანსპორტით გადაადგილება ყველას შეუძლია კონკრეტული სტატისტიკა მოხმარების აქტიურ პერიოდებთან დაკავშირებითაც გამოიკვეთა. ყველაზე ხშირად ველოსიპედით მომხმარებლები 08:00 დან 12:00 მდე და საღამოს 20:30 დან 23:30 შუალედებში სარგებლობენ.
ზედაპირული დაკვირვებით, ინფრასტრუქტურის შესაბამისობით შეიძლება აიხსნას აქტიური უბნების ჩამონათვალიც. ყველაზე ხშირად ტერა ბაიკით პეკინის გამზირსა და აღმაშენებელზე მოწყობილი სადგურებით სარგებლობენ.
გასათვალისწინებელია ტერაბაიკით სარგებლობის წესებიც, რომელიც მომხმარებელს ველოსიპედის გაყვანის უფლებას დღე რამის განმავლობაში მაქსიმუმ 3 საათით აძლევს. ტერაბაიკერებს ველოსიპედის ნებისმიერ სადგომზე დატოვების უფლება აქვთ, მიუხედავად იმისა, თუ საიდან გაიყვანეთ ის და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ველოსიპედით სარგებლობა შესაძლებელია დილის 08:00-დან 23:59 საათამდე“, - განმარტავენ ბანკში.
"ტერაბანკის" საზაფხულოკამპანია 12 ივნისს დაიწყო 15 აგვისტომდე გაგრძელდება. ამ პერიოდში ტერაბაიკით სარგებლობა ბანკის არსებულ თუ ახალი მომხმარებლები ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

























