მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტერაბანკმა FMO-სთან 45 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა

646773ce3f974
BM.GE
19.05.23 17:01
1006
სტატიაში საუბარია:
"ტერაბანკისა" და ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) თანამშრომლობა გრძელდება. ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, "ტერაბანკმა" ნიდერლანდების განვითარების ბანკთან 45 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. მიღებული დაფინანსება "ტერაბანკის" პრიორიტეტული სეგმენტების - მცირე და საშუალო ბიზნესისა და ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობას მოხმარდება.

მხარეებს შორის ახალი თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ FMO "ტერაბანკისა" და საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის მხარდაჭერას კვლავაც აგრძელებს.

„ერთ-ერთ გავლენიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, FMO-სთან, თანამშრომლობა ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ღირებული და მნიშვნელოვანია. მიღებული დაფინანსება მოგვცემს შესაძლებლობას, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ და ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი სეგმენტის - მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება გავაგრძელოთ“, – აცხადებენ ტერაბანკში.

ტერაბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს შორის გრძელვადიან ურთიერთობას საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა. ბანკმა FMO-სგან 30 მილიონი ლარის ოდენობის დაფინანსება გასულ წელსაც მიიღო.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები